შეხვედრა პრემიერთან
პრემიერ-მინისტრი რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაციის, „ინდორამას“ მფლობელს შეხვდა. საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, ასევე მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოში, რუსთავის აზოტში დაგეგმილ სიახლეებს. კორპორაციის მფლობელმა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.