ოფიციალური შეხვედრები
საქართველოსა და თურქეთის ინტენსიური ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და სანდო პარტნიორობა - პრემიერმინისტრი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
