უკრაინის ქალაქ ვინიცაზე რუსული იერიშის დროს, პოლონური საწარმო დაზიანდა
ამის შესახებ განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. რადოსლავ სიკორსის თქმით, დაზიანებულია პოლონური ჯგუფის „ბარლინეკის“ ქარხანა და არიან დაშავებულებიც. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პუტინის ომი პოლონეთის საზღვრებს უახლოვდება. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცაზე თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა.