ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
ღაზის ჰუმანიტარულ ფონდში აცხადებენ, რომ ინციდენტი ხალხში მყოფი აგიტატორების მიერ ორგანიზებულმა ქაოტურმა ტალღამ გამოიწვია. პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა როიტერს განუცხადეს, რომ ადგილზე 20 ადამიანი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ექიმის განმარტებით, პატარა სივრცეში ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.
