თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერც ამჯერად ჩამოყალიბდა
ნაწილს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება . ამ ფონზე ოპოზიციას ისევ ერთიანობისკენ მოუწოდებს მამუკა ხაზარაძე. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ყველა გეგმა წარუმატებელი იქნება. ქართული ოცნება ქვეყნის 64-ივე უნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება.