მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დედაქალაქში მდებარე ავარიულ შენობა-ნაგებობებზე ისაუბრა
მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დედაქალაქში მდებარე ავარიულ შენობა-ნაგებობებზე ისაუბრა და თქვა, რომ არსებული მონაცემებით, თბილისში 10 000 შენობა-ნაგებობაა , რომლებსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული.მერმა ყურადღება გაამახვილა ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ ხშირად მოსახლეობა უარს ამბობს შენობების ჩანაცვლებითი პროგრამით სარგებლობაზე. კახა კალაძე მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შანსი და დათანხმდნენ მერიის შეთავაზებას.
