შინაგან საქმეთა მინისტრმა გორში თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელები მოინახულა
გეკა გელაძემ დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქემ თავდასხმა განახორციელა. მომხდარის შედეგად, სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს, სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით, 5 ადამიანია დაკავებული