ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ ჩატარდა
ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ ჩატარდა. ორდღიანი ფესტივალი საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს მიძღვნა. ფესტივალი გალა-კონცრტით დაიხურა, რომელშიც უცხოური და ქართული სახელმწიფო აკადემიური და მუნიციპალური ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. მოეწყო ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
