თურქეთში შარქოისა და ჩანაქკალეს პროვინციაში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან
თურქეთში შარქოისა და ჩანაქკალეს პროვინციაში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლი საცხოვრებელ უბნებს უახლოვდება. გუშინ შარქოის რაიონში, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლი მალევე ტყეს მოედო და მასშტაბურ სტიქიაში გადაიზარდა. ძლიერმა ქარმა კი ცეცხლის გავრცელება მოგვიანებით ჩანაქკალეს პროვინციაშიც გამოიწვია. ევაკუირებულია რამდენიმე სოფელი. სტიქიის ლოკალიზების პროცესში კი 400-მდე მეხანძრე მონაწილეობს.
