ნატოში ამერიკის ელჩის განცხადებით, ევროპამ საკუთარი თავდაცვა თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს
ნატოში ამერიკის ელჩის განცხადებით, ევროპამ საკუთარი თავდაცვა თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს და ვინაიდან უკრაინაც ევროკავშირში შესვლას ცდილობს, მისი უსაფრთხოების დაფინანსებაც ევროპელების პასუხისმგებლობაა. მეტ უიტეკერმა ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის ორმხრივად მომგებიან ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ევროპის ქვეყნებს იარაღს მიყიდის, რომლითაც შემდეგ ისინი კიევს დაეხმარებიან. ნატოში ამერიკის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა, საბოლოო ჯამში უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევას ემსახურება.
