ბათუმში გაგარინის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმში გაგარინის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო. პროექტი მოიცავს ხახულისა და აბაშიძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, სადაც 750 მეტრ მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გარეგანათების ქსელი და საპარკინგე სივრცე.სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 30 მარტი. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტია