განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა. გივი მიქანაძემ ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ. 2025 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.