შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი მართავდა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები .
