ისრაელი ვალდებულია სირიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი დემილიტარიზებულ ზონად შეინარჩუნოს
ისრაელი ვალდებულია სირიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი დემილიტარიზებულ ზონად შეინარჩუნოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ანაცხადა. მისი თქმით, ისრაელი არ დაუშვებს სირიაში „მეორე ლიბანის“ შექმნას. სირიის ქალაქ სუვეიდაში სუნიტ ბედუინებსა და დრუზებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო, რის შემდეგაც სირიის ხელისუფლებამ ქალაქში სამხედრო ნაწილები შეიყვანა. ისრაელის ავიაციამ სირიის სამთავრობო ჯარების სამხედრო ტექნიკა ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაბომბა.
