ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება
ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მემარჯვენე პარტია „ანოს“ ლიდერი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მთავრობის ინიციატივას შეწყვეტს, რომელიც უკრაინისთვის ჭურვების მისაწოდებლად შემოწირულობების შეგროვებას ითვალისწინებს. „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბაბიშმა ასევე განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობის მიერ შეძენილ „ეფ-35“ ტიპის თვითმფრინავებს გაყიდის და თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტად არ გაზრდის. ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერის პოსტს 2017-2021 წლებში იკავებდა. ბოლო გამოკითხვებით, მის პარტიას ელექტორატის 30%-იანი მხარდაჭერა აქვს და მმართველ პარტიას 10%-ით უსწრებს. საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში ოქტომბერში გაიმართება.
