სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს
დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის ევროპელების დაფინანსებით გაგზავნის შესახებ, სასიამოვნო ამბავი იყო. ამის შესახებ სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს. მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ტრამპის ულტიმატუმი, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდება, 100%-იანი ტარიფები დაუწესდება ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს. „თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ“ - წერს სენატორი.