თევდორე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
თევდორე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. კორპუსის მცხოვრებლებს დღეს საღამოს 8 საათამდე, კონკრეტული განრიგის მიხედვით ექნებათ შესაძლებლობა ავარიული შენობიდან საკუთარი ნივთები მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობით გამოიტანონ. პარალელურად, თბილისის განვითარების ფონდმა საცხოვრებელი ფართების კვადრატულობის აღწერა დაიწყო.
