ტრამპის ულტიმატუმი პუტინს
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა. თუკი პუტინი 50 დღის ვადაში სამშვიდობო შეთანხმებაზე არ წავა, ვაშინგტონი რუსეთს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს. ტრამპმა უკრაინის იარაღით მომარაგების გადაწყვეტილებაც მიიღო, თმცა არა უსასყიდლოდ. კიევისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება შეერთებული შტატებისთვის ბიზნესი იქნება, ფულს კი ევროპა გადაიხდის.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები