STEAM ბანაკი KIU-ში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლებისთვის პირველად გაიხსნა სტემ ბანაკი. პროგრამაში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 200 პედაგოგი მონაწილეობს. მიზანი სკოლებში ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და შემოქმედებითი დარგების გაძლიერებაა.