პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების მუზეუმიდან გამოაბრძანეს და მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას, პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მრევლს წელიწადში ერთხელ, სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე აქვს შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში მოილოცოს სიწმინდეები.