წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს
წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. 200-მდე შერჩეულ ახალგაზრდას ლიდერების გადასამზადებელი ტრენინგი უკვე ჩაუტარდა. საბანაკე პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები - ბანაკის მონაწილეებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ შენობაში სრულად განახლდა სველი წერტილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბანაკი სრულად აღიჭურვა პროგრამისთვის საჭირო ინვენტარით.
