განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. დღეს ისინი გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ. გამოცდები ასევე ტარდება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვისაც.