განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლებისთვის პირველად ტარდება „სტემ ბანაკი“
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლებისთვის პირველად ტარდება „სტემ ბანაკი“. პროგრამაში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 200 პედაგოგი მონაწილეობს. ბანაკის მიზანია სკოლებში ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და შემოქმედებითი დარგების გაძლიერება. მასწავლებლები ერთკვირიან ინტენსიურ ტრენინგებში მონაწილეობენ, სადაც ეცნობიან თანამედროვე სასწავლო მიდგომას, მუშაობენ ელექტრონულ კომპონენტებთან და სწავლობენ სტემ საგნების ინტეგრირებულ სწავლებას.