აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ. შეკრებილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა, რომელმაც დევნილი მეწარმეების მხარდაჭერასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
