მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. გაძევებულები არიან: ინდოეთის, ყირგიზეთის, ირანის, რუსეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, ბანგლადეშის და ერაყის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.