94 ადამიანი მერიამ ათ სასტუმროში უკვე გადაიყვანა
94 ადამიანი მერიამ ათ სასტუმროში უკვე გადაიყვანა. ნაწილმა კი ახლობლებთან დარჩენა არჩია. ჩანაცვლების პროგრამაზე ილაპარაკა თბილისის მერმა. კახა კალაძის განმარტებით, 2021 წლიდან მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა, მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება.