ესპანეთში, ქალაქ ტორე-პაჩეკოში საპროტესტო აქციის მონაწილე ნიღბიან მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება
ესპანეთის პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა რეზინის ტყვიების გამოყენებით სცადა. ულტრა მემარჯვენე ჯგუფებსა და ჩრდილო-აფრიკელ მიგრანტებს შორის სამი ღამის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შემდეგ 10 ადამიანია დაკავებული. ტორე-პაჩეკოში დაპირისპირება გასულ კვირას, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ აფრიკული წარმომავლობის 3 ადამიანი 68 წლის ადგილობრივ მამაკაცს თავს დაესხა.