ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას შესაძლოა დღეს მიაღწიონ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი განმარტავს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევამდე წევრი სახელმწიფოები ძალიან ახლოს არიან. კალასმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი ქვეყანა იკავებს თავს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწევის იდეას არ ეთანხმება. მედიაში გავრცელებული ცნობით, მალტა იგულისხმება.