გენერალურ პროკურორს ახალი მოადგილე ჰყავს და ის გიგა ძნელაძეა
გიორგი გვარაკიძემ ახალი მოადგილე თანამშრომლებს წარუდგინა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. გიგა ძნელაძეს მთავარი საგამოძიებო უწყების შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.