მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
ამჟამად პროექტის მოსამზადებელი კვლევები ტარდება, რომელიც სხვადასხვა ტექნიკურ და საინჟინრო სამუშაოს მოიცავს. გარდა ამისა, უკვე განხორციელდა ხიდის ერთ მხარეს სავალი ნაწილის დემონტაჟი. მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.