სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის „დარიალის“ უფროსის მოადგილე ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო - რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან
ლუკა პაატაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებულები და მათი ქვეყანაში შემოშვება დიდ რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის დარიალის წარმოამდგენელი ამბობს, რომ უკრაინის ამ მოქალაქეებს არ აქვთ არც შესაბამისი დოკუმენტები. ცნობისთვის, ბიბისიმ გაავრცელა ცნობა, რომ მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების გატარებაზე.