ისრაელმა სირიის სამხრეთ- აღმოსავლეთით იერიში მიიტანა
ცახალი აცხადებს, რომ ოპერაცია იქ მცხოვრები დრუზების დასაცავად ჩატარდა. ადგილობრივებსა და სუნიტებს შორის სისხლიანი შეტაკება გუშინ დაიწყო. სირიის ხელისუფლებამ საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამხედრო ძალები გაგზავნა. არეულობის შედეგად 30 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100 მდე კი დაიჭრა. მომხდარის გამო, გადაკეტილია დამასკო-სუბეიდის საავტომობილო გზატკეცილი.