დღეს ვლაქერნობაა
დღესასწაული ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს.
