საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი თამაში მოიგო
მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ესპანეთის ნაკრები 43-12 დაამარცხეს. სამი ლელო მიხეილ შიოშვილმა დადო, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი სანდრო მესხიძემ, გიორგი არძენაძემ, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა აიღეს. მეცხრე ადგილისთვის ფინალში საქართველოს ნაკრები შოტლანდიელებს შეხვდება და თამაში 19 ივლისს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.