შიდა ქართლის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეფასდა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.
