მოლდოვამ უარი განაცხადა, გაეტარებინა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელები, რომლებიც საქართველოს საზღვართან ჩარჩნენ
ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ დეპორტირებული 60 -მდე უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ცხოვრობს. მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინული ციხეებიდან კოლონიებში გადაიყვანა. "ბიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, ექსპერტი დავით ჩიხელიძე. მისი თქმით, ეს ადამიანები მძიმე დანაშაულში არიან მხილებულნი, მათ შორის მკვლელობასა და პედოფილიაში. დავით ჩიხელიძე წერს, რომ ისინი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ციხიდან გაათავისუფლა ომში მონაწილეობის სანაცვლოდ, თუმცა როგორც ექსპერტი ამბობს, რუსეთში გადავიდნენ და საქართველოში ცდილობდნენ შემოსვლას.
