შეერთებული შტატების მიერ, უკრაინის დასახმარებლად ევროპისთვის პატრიოტის სისტემების მიყიდვის გეგმას გამოეხმაურა რუსეთი
შეერთებული შტატების მიერ, უკრაინის დასახმარებლად ევროპისთვის პატრიოტის სისტემების მიყიდვის გეგმას გამოეხმაურა რუსეთი. კრემლში განმარტავენ, რომ ვაშინგტონიდან მიწოდებული იარაღის საფასურს დიდი ალბათობით ევროპა გადაიხდის. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განმარტებით, არ აქვს მნიშნელობა, ვინ შეისყიდის სისტემებს, ფაქტია რომ კიევი ამერიკისგან საბრძოლო მასალებს იღებს და მომავალშიც მიიღებს.