17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას, საბჭოური სტილის დეზინფორმაციას უწოდებენ მმართველ გუნდში
17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას, საბჭოური სტილის დეზინფორმაციას უწოდებენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე . მათი თქმით, ამ განცხადებაში კარგად ჩანს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და იდენტობის დაცვას ვერ პატიობენ . შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც
