საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მუხროვანის ე. წ. ამბოხის საქმე განიხილეს
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მუხროვანის ე. წ. ამბოხის საქმე განიხილეს. კომისიის წევრებმა კობა ოთანაძეს და გია კრიალაშვილის დას მოუსმინეს . სხდომა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა. სხდომის დასრულების შემდეგ კი გამოკითხულებმა საქმის დეტალებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მათი მიზანი დამნაშავეების დასჯაა. საგამოძიებო კომისიამ უკვე მოუსმინა ლალი მოროშკინასაც. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხუთ აგვისტომდე, სამ-სამ კაციანი შემადგენლობით მოუსმენს გამოსაკითხ პირებს.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
