ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 129-მდე გაიზარდა
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 166 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. კერის ოლქში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა, 103 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 36 ბავშვი. ამასთან, მეტეოროლოგიური სამსახური ძლიერი წვიმის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას. სპეციალისტების პროგნოზით, არ არის გამორიცხული, რომ ნალექმა კიდევ ერთი წყალდიდობას გამოიწვიოს.
