ამერიკის მხრიდან 30 პროცენტიანი ტარიფების დაწესება ევროკავშირსა და შეერთბულ შტატებს შორის ვაჭრობას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის
ასე ეხმაურება, დონალდ ტრამპის ინიციატივას ევროკავშირის კომისარი, მაროშ შევჩოვიჩი, რომელიც აღნიშნავს, რომ სატარიფო ომი ორივე მხარეს დააზარალებს. მისივე თქმით, ევროპას არ სურს ეკონომიკური დაპირისპირება ამერიკასთან, თუმცა ტარიფების დაწესების შემთხვევაში მათ სხვა გზა არ ექნებათ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ამერიკის წინააღმდეგ, 21 მილიარდი ევროს ტარიფების სია უკვე მოამზადა.
