2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ დოლარამდე შეადგინა
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ დოლარამდე შეადგინა, ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 12 მთელი 7 მეათედი პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირველ ექვს თვეში, ექსპორტის მაჩვენებელი თოთხმეტ პროცენტამდე, იმპორტი კი 12-ი პროცენტით გაიზარდა.
