2025 წლის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ 654 ათას 63 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 50 პროცენტით. გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლებიც.
