კენტუკის შტატის ქალაქ ლექსინგტონში მომხდარი სროლისას, 2 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა
მსხვერპლი ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმას მოჰყვა, მანამდე კი უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი პოლიციის ოფიცერს გაუხსნა, რომელმაც ის შესამოწმებლად ქალაქის აეროპორტთან ახლოს გააჩერა. ოფიცერი დაიჭრა, დამნაშავე კი ავტომობილით ბაპტისტური ეკლესიისკენ გაიქცა. სამათალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია სწორედ იქ შეძლეს