საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს
დღეს კომისიის წევრები შეიკრიბებიან და ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებზე რამდენიმე ადამიანს მოუსმენენ. სხდომა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. ხუთ აგვისტომდე სამ-სამ კაციანი შემადგენლობით მოუსმენენ გამოსაკითხ პირებს. ბოლო სხდომა გაიმართება სწორედ ხუთ აგვისტოს. შემდეგ კი მომზადდება დადგენილება, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.
