ტრადიციული ტურნირი „კახის თასი“
ტრადიციული ტურნირი „კახის თასი“. სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის ტურნირი საერთაშორისოა და მასში მონაწილეობას 6 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. დღესვე საერთაშორისო და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად 2026 წელს ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება. ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქში არაერთი საპატიო სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.