გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში, 150 ობიექტზე მიიტანა იერიში
გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში, 150 ობიექტზე მიიტანა იერიში, გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ბეით ჰანუნი გახდა. ისრაელის საჰაერო ძალების ავიაიერიშები მიმართული იყო სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის წინააღმდეგ. მთავარი სამიზნეები კი ტერორისტები, იარაღისა და ნაღმების საწყობები და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, შედეგად სულ მცირე 139 ადამიანი დაიღუპა.