დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. „პარი სენ ჟერმენი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მეხუთე ტიტულს მოიგებს, რაც ისტორიული მაჩვენებელი იქნება. 24 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე „სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 31 შეხვედრაში 8 გოლი და 7 საგოლე პასია. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.