მერაბ დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა
ავტორიტეტული გამოცემა „იეს პიენის“ ცნობით, მერაბ დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენის დროს, მხედველობაში 2024 წლის 1-ლი ივლისიდან 2025 წლის 20 ივნისამდე დაფიქსირებული შედეგები მიიღეს. დვალიშვილმა გამოკითხვაში ისლამ მახაჩევს, დრიკუს დუ პლესისა და კაილა ჰარისონს აჯობა. ქართველმა მებრძოლმა დროის ამ პერიოდში შონ ომალი ორჯერ დაამარცხა, ერთხელ კი უმარ ნურმაგომედოვს მოუგო. პრესტიჟულ ჯილდოს დვალიშვილს 17 ივლისს გადასცემენ.
