დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ მოციქულს იხსენებს
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. წირვა, პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. დასრულების შემდეგ, კი მრევლს ქადაგებით მიმართა.